მარნეულში საცხოვრებელი სახლის აივანი ჩამოინგრა | შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

მარნეულში 5-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულზე აივანი ჩამოინგრა და მეოთხე სართულის აივანიც მოიყოლა - შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა. მძიმედ არის დაშავებული ორსული ქალი. ის ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი. 

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი