უკრაინელი როკვარსკვლავი, სვიატოსლავ ვაკარჩუკი თბილისშია. სულ ცოტა ხანში ის Tbilisi Open Air-ზე თავის ბენდთან, Океан Ельзи-სთან ერთად დაუკრავს.
"აუცილებლად გავიმარჯვებთ!" - ამბობს ვაკარჩუკი.
სვიატოსლავ ვაკარჩუკმა დღის განმავლობაში მოინახულა უკრაინიდან დევნილები, რომლებიც თბილისში ერთ-ერთ სასტუმროში უკვე სამი თვეა ცხოვრობენ. ომს გამოქცეული მეგობარი ქვეყნის მოქალაქეები კიდევ ერთხელ იხსენებენ რისი გამოვლა მოუწიათ და როგორ დახვდნენ მათ საქართველოში.
ჩემთვის დიდი პატივია აქ, უკრაინიდან იძულებით გადაადგილებული ადამიანების ცენტრში ყოფნა. უკრაინელები ერთმანეთის გვერდზე დგანან, თუმცა ქართველები ძალიან გვეხმარებიან. დიდი მადლობა მთელ საქართველოს და ქართველ ერს. ომი, რომელიც რუსეთმა უკრაინაში დაიწყო, საქართველოსთვის უცხო არ არის. სამწუხაროდ, 2008 წელს ეს ომის საქართველომაც გადაიტანა. მართალია მაშინ ყველაზე ძალიან სწრაფად დასრულდა, თუმცა ყველას გახსოვთ. არც ჩვენ დავივიწყებთ მიმდინარე ომს, თუმცა ჯერ ის ჩვენი გამარჯვებით უნდა დავასრულოთ. დიდი მადლობა, რომ გამარჯვებაში გვეხმარებით, - ამბობს ვაკარჩუკი.