აქცია ზესტაფონის მერიასთან - მოსახლეობის თქმით, აფეთქებითი სამუშაოების გამო სახლები ნგრევის პირასაა

გამოქვეყნდა:

ზესტაფონის მერიასთან ადგილობრივები საპროტესტო აქციას მართავენ. მოსახლეობის თქმით, მათი საცხოვრებელი სახლების ქვეშ, თბილისი- სენაკი- ლესელიძის მაგისტრალის ფარგლებში, გვირაბების გაყვანა მიმდინარეობს, მიწისქვეშა ბიძგები კი იმდენად ძლიერია, რომ კორპუსები და საცხოვრებელი სახლები დანგრევის პირასაა. 

აქციის მონაწილეები სპეციალური კომისიას გამოყოფასა და შესაბამისი დასკვნის მომზადებას ითხოვენ. მათ დახმარებისთვის პრეზიდენტსა და პრემიერს მიმართეს.

"ყოველდღიურად იბზარება და ზეგავლენას ახდენს აფეთქებითი სამუშაოები. ჩვენი გადასაწყვეტი არ არის რა მოხდება, გამოიყოს კომისია, შესაბამისი სტრუქტურები, არსებობს სახელმწიფო შრომითი უსაფრთხოების კომისია, ჩამოვიდნენ, ნახონ რა ზიანი გვადგება, შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღონ, გვაცნობონ მოსახლეობას, დაეკონტაქტონ ჩვენ ადვოკატებს და დაელაპარაკონ. ჩვენ ხომ არ ვითხოვთ, მშენებლობა გაჩერდეს, ვითხოვთ ადეკვატურ პასუხს. თვეებია ვითხოვთ, შრომითი უსაფრთხოების სამსახური მოვიდეს, მოდის კერძო, რომელიც არ გვაწყობს. ყველა სახელმწიფო სტრუქტურას მივმართავ, მათ შორის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ადგილობრივები ამბობენ, რომ დღვანდელი აქცია გამაფრთხილებელია და თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება აქციები პერმანენტულად გაგრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი