ქუთაისში კედელზე ცოცვის სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
პროექტზე ტენდერი უკვე გამოცხადდა და მისი ღირებულება 674 ათას ლარს შეადგენს.
გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, კუპრაძის ქუჩაზე უზრუნველყოს კედელზე ცოცვის სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.
სამუშაოები კი მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლომდე დასრულდება.