"ანტისაოკუპაციო მოძრაობის" წევრი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს, რომ დღევანდელი პატრულირებისას ხურვალეთში, აღმოაჩინეს, რომ რუსი ოკუპანტები ახალ საგუშაგოს აშენებენ და შესაბამის ვიდეომასალას აქვეყნებს.
ქაცარავას ცნობით, პარალელურად ორკები კირბალის თავზე არსებულ საგუშაგოს აძლიერებენ.
"ჩვენი დღევანდელი პატრულირებისას ხურვალეთში, ორკების "მუშაობის" ჯერჯერობით არასრული შედეგი ვიხილეთ.
ორკები აშკარად ახალ საგუშაგოს აშენებენ, რითაც მოსახლეობის ფსიქოლოგიურ ტერორს გააგრძელებენ.
ასევე, ორკები აძლიერებენ კირბალის თავზე არსებულ საგუშაგოს, სადაც ასევე ფაქტობრივად დასრულდა ორკპოსტის მშენებლობა, თუმცა ამ ეტაპზე შენდება ანალოგიური ქვის ზღუდეები, როგორსაც ვხედავთ ხურვალეთში.
ერთი პატარა სანქცია მაინც მოითხოვეთ "სასჯელის" სახით რუსებისთვის, მხოლოდ ცხელი ხაზით არ შემოიფარგლოთ, გთხოვთ...
კი ხართ კოლაბორაციონისტები, მაგრამ ცოტა ეროვნული სისხლი მაინც არ შემოგრჩათ???",- წერს ქაცარავა.