თავგანწირული ბრძოლის და ღირებულებების უპირობო დაცვის მაგალითი. ლიდერი, რომლის სახელსაც გამარჯვებები უკავშირდება. და ადამიანი, რომელიც ყველაზე დიდ დისკომფორტს უქმნის ბიძინა ივანიშვილს.
დღეს განსაკუთრებული დღეა და ჩვენ თავს უფლება მივეცით სპეციალური რეპორტაჟი მოგვემზადებინა ჩვენი მეგობრის შესახებ, რომელმაც რუსთავი 2-შიც და შემდეგ უკვე მთავარ არხზე, ამ ქვეყნის ყველაზე ძლიერი ჟურნალისტური გუნდის მოტივაციის უსასრულობამდე გაზრდა და ერთი მიზნისთვის საბრძოლველად მომართვა მოახერხა.
დღეს პირველად ხდება, და უკანასკნელად, რომ ნიკა გვარამია საკუთარ დაბადების დღეს თავისუფლების შეზღუდვის ადგილას ხვდება.