მძინარიშვილი, აბაშიძე, მურღულია - საზმაუს ბორდს ახალი წევრები ჰყავს

გამოქვეყნდა:

დღეს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალ კანდიდატებს უყარა კენჭი. 

საზმაუ-ს სამეურვეო საბჭოს ახალი წევრები არიან  ზაზა აბაშიძე, ბონდო მძინარიშვილი და გრიგოლ მურღულია. 

ზაზა აბაშიძის კანდიდატურას ხმა დაუჭირა 98-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არ იყო. ბონდო მძინარიშვილს დეპუტატთა 95 ხმა ერგო, წინააღმდეგი იყო 13 პარლამენტარი, ხოლო გრიგოლ მურღულია საბჭოს წევრად 92 ხმით ერთის წინააღმდეგ აირჩიეს.

დოდო შონავას კანდიდატურას მხარი მხოლოდ 44-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 4 პარლამენტარი, თუმცა მოთხოვნილი კვორუმის, 74 დეპუტატის შემადგენლობით არ შედგა, ამიტომ შონავას კანდიდატურა ჩავარდა. 

კენჭისყრას 119 დეპუტატი ესწრებოდა. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი