საქართველო რუსულ ნავთობზე სულ უფრო დამოკიდებული ხდება. მთავარი მომწოდებელი ქვეყანა თურქმენეთი ბოლო რამდენიმე თვეა სწორედ ოკუპანტმა სახელმწიფომ ჩაანაცვლა და პირველი ადგილი დაიკავა.
მოლოდინისა და პრემიერის კიდევ ერთი დაპირების მიუხედავად, საქართველოში საწვავის ფასი კლების ნაცვლად ისევ უმაღლეს ნიშნულზეა. ბენზინგასამართი სადგურების ტაბლოებზე გამოსახული ციფრები კი პირდაპირი სიგნალია, რომ ქვეყანაში პრუდუტებზე ფასების მატების მორიგი ტალღაა მოსალოდნელი.