"დამთავრდეს "ოცნება", მთავრობა გადადგეს" - რატი ამაღლობელის ლექსის ამ კულმინაციურ ფრაზას და ხალხის ხმას ხელისუფლება ხვალ კიდევ ერთხელ გაიგებს. "შინ ევროპისკენ" საერთო სახალხო შეკრებამდე რამდენიმე საათი რჩება.
იწურება ულტიმატუმის ვადაც და ღარიბაშვილის მთავრობას სულ უფრო ცოტა დრო რჩება მოსახლეობის დიდი ნაწილის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. თუმცა, როგორც ვხედავთ ხელისუფლება ისევ ხალხის გამძლეობისა და პრინციოპულობის გამოცდას აპირებს.
არ აღიარებენ, რომ ქვეყნის ევროპული განვითარება სწორედ მათი არაწორი პოლიტიკისა და მმართველობის გამო შეფერხდა. ღარიბაშვილს სავარძლის დათმობა და ხელისუფლების ეროვნული თანხმობის მთავრობისთვის გადაცემა არ სურს. ამ პირობებში კი ევროინტეგრაციის მომხრეებს სიტუაციის შესაცვლელად მხოლოდ ქუჩის პროტესტის გზა რჩება.
ხვალ სახალხო მოძრაობა "შინ ევროპისკენ" მოსახლეობას ახალ მოთხოვრებს გააცნობს.