წყალტუბოში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. განსაკუთრებით დაზარალდა სოფელი ხომული.
დანგრეულია ერთი სახლი, დატბორილია ათამდე საცხოვრებელი და საკარმიდამო ნაკვეთები.
დატბორვა ვაზნარის ღელის ადიდებამ გამოიწვია.
სოციალურად დაუცველი ოჯახი, მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ღია ცის ქვეშ დარჩა.
დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ.