ღარიბაშვილსა და მის მთავრობას გადადგომის ვადა 00:00 საათამდე აქვთ - "სირცხვილია"

გამოქვეყნდა:

მოძრაობა "სირცხვილია" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ პრემიერ ღარიბაშვილსა და მის მინისტრთა კაბინეტს დრო დღეს 00:00 საათამდე აქვთ.

 "ღარიბაშვილსა და მის მთავრობას გადადგომის მოთხოვნის შესასრულებლად, ვადა შუაღამემდე აქვთ. ჩვენი შემდგომი გეგმები 00:00 საათისთვის გახდება ცნობილი. #თბილისიპროტესტი"- წერს სირცხვილია Twitter-ზე. 

 შეგახსენებთ, რომ მასშტაბური აქცია "შინ ევროპისკენ" რუსთაველის გამზირზე ამ წუთებში მიმდინარეობს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი