სუს-ის თანამშრომელმა გვითხრა, რომ თუ კანცელარიასთან აქცია არ დაიშლება, დაგვაკავებენ - რუხაძე

გამოქვეყნდა:

მთავრობის ადმინისტრაციასთან პროტესტი გრძელდება. ათეულობით ადამიანმა ღამე შენობასთან გაათენა. ისინი ადგილზე პრემიერმინისტრისა და მთავრობის წევრების მისვლას ელოდებიან. აქტივისტებთს ჩართული აქვთ "სირენები", ისმის სასტვენების და დოლის ხმა.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

"სირცხვილიას" წევრმა, ნოდარ რუხაძემ თქვა, რომ მათთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მივიდა და უთხრა, რომ თუ აქცია არ დაიშლებოდა, მონაწილეებს დააკავებდნენ.

"დაახლოებით 5 წუთის წინ ჩვენთან მოვიდა სუს-ის თანამშრომელი და მან მუქარის ტონით გვითხრა, რომ თუ აქცია კანცელარიასთან 5 წუთში არ დაიშლება, ის ყველა მონაწილეს დააკავებს. მინდა ყველას ვუთხრა, რომ შსს და სუს რა თქმა უნდა "ქართული ოცნების" პარტიულ დაქვემდებარებაშია თუმცა აქ კანონსაწინააღმდეგო, ძალადობრივი არაფერი ხდება. ჩვენ ხმაურით ვცდილობთ გავაგონოთ მთავრობის წევრებს ჩვენი სათქმელი და ეს ხმაური არ შეწყდება მანამ, სანამ ჩვენ ამას არ ჩავთვლით საჭიროდ თუ სურთ ჩვენი დაკავება, მოუწევთ ჩვენი დაკავება, რადგან ტერიტორიას ჯერ არ ვტოვებთ", - თქვა აქტივისტმა, ნოდარ რუხაძემ. 

ცნობისთვის, გუშინ პარლამენტთან კიდევ ერთი რამდენიმეათასიანი აქცია "შინ ევროპისკენ" გაიმართა. პროტესტის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა გადადეს პრემიერმინისტრი და მთავრობა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი