ვერ შედგა მთავრობის სხდომა, ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია - დიღმელაშვილი

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო აქტივისტის, შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, დღევანდელმა აქციამ, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარეობდა მიზანს მიაღწია - სხდომა ვერ შედგა. მისი თქმით, აქციაზე შეკრებილებმა მინისტრთა კაბინეტი ვერა, მაგრამ იქ მობილიზებული სამართალდამცავები ნახეს. 

დიღმელაშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა მომავალშიც შეუერთდნენ პროტესტს "მთავრობის შესაწუხებლად".

"მთავრობის სხდომაზე დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ მთავრობას და ვერ ვხედავთ ღარიბაშვილს, სამაგიეროდ, მათ ნაცვლად ვხედავთ ბევრ პოლიციელს, ვიყავით ასნი, იყო 500 პოლიციელი, ყველას ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მოგიწოდებთ შევიკრიბოთ ხოლმე და მაქსიმალურად შევაწუხოთ მთავრობა. დავიშალოთ დღეს, ვერ შედგა მთავრობის სხდომა, ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია", - თქვა შოთა დიღმელაშვილმა. 

მშვიდობიანმა დემონსტრანტებმა მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს. სახალხო მოძრაობა კი სამოქმედო გეგმას კონსულტაციების შემდეგ გაახმოვანებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი