ძალიან მძიმე წელი იყო ჩემთვის, მომიწია ტაიმაუტის აღება ამ პროფესიაში - მირანდა ბაღათურია

გამოქვეყნდა:

ტვ პირველის ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია, 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ ამ დღემ ჟურნალისტებში დაუცველობის განცდა გააჩინა. მთავარ არხთან ბაღათურია ჰყვება, რომ გასული ერთი წელი მისთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, მძიმე წელი იყო.

"ძალიან მძიმე წელი იყო ჩემთვის, იმდენად მძიმე, რომ მომიწია ტაიმაუტის აღება ამ პროფესიაში. მძიმე წელი იყო იმიტომ, რომ ლექსო აღარ არის ცოცხალი და მძიმე წელი იყო იმიტომ, რომ ერთი წლის თავზეც ჩვენ ყველას, იმ ადამიანებს, ვინც იქ ვიყავით და ვასრულებდით ჩვენს პროფესიულ მოვალეობას და სხვა ჟურნალისტებსაც გაგვიჩნდა განცდა, რომ ჩვენ ქუჩაში ჩვენი მიკროფონებით შესაძლებელია ისევ გავხდეთ ძალადობის მსხვერპლი", - თქვა მირანდა ბაღათურიამ.

2021 წლის 5 ივლისს მირანდა ბაღათურია ტვ პირველის ოპერატორ, ლექო ლაშქარავასთან ერთად სირცხვილიას ოფისში იმყოფებოდა. სწორედ ამ ადგილას დაესხნენ თავს მათ. 20-მდე პირი ლაშქარავას სასტიკად გაუსწორდა. რამდენიმე დღეში ის საკუთარ ბინაში გარდაცვლილი ნახეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი