მარნეულში, სოფელ თაზაქენდში, მესამე დღეა 62 წლის კაცს ეძებენ. თელმან ხათინოვი სახლიდან 2 ივლისს, დილის საათებში გავიდა და მას შემდეგ, მისი ადგილსამყოფელი უცნობია. ოჯახმა უკვე შეატყობინა პოლიციას.
როგორც ამბობენ, ხათინოვი ბოლოს სოფლის მწყემსებმა დაინახეს, როდესაც მათივე ინფორმაციით, ის მდინარე ალგეთთან, მინდვრის ტერიტორიაზე შენიშნეს.