"მთავარი არხის" ინფორმაციით, "ტვ მონიტორინგზე" თავდამსხმელებიდან ერთ-ერთს ქარელის პოლიციამ მართვის მოწმობა ჩამოართვა. რადიკალური დაჯგუფების წევრი ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის შემდეგ, ქარელის ქუჩებში ავტომობილს მთვრალი მართავდა.
ინფორმაცია "მთავარს" რადიკალების თავდასხმის ერთ-ერთმა ობიექტმა, ჟურნალისტმა შოთიკო სადაღაშვილმა დაუდასტურა.
"ჩემი ინფორმაციით, მართვის მოწმობა ჩამოერთვა ერთ-ერთ მოძალადეს, რომელიც მანქანას მთვრალი მართავდა. ის რომ არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, ჩვენს მიერ გადაღებულ კადრებშიც კარგად ჩანს. გადავიღეთ, თავდასხმის შემდეგ, როგორ ჩასხდნენ მანქანაში მთვრალები. მე როგორც გავარკვიე, ქუჩაში პოლიციამ გააჩერა და მართვის მოწმობა ჩამოართვა ერთი წლით",- ამბობს ჟურნალისტი "მთავართან".
ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, "მთავარი" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს დაუკავშირდა, თუმცა გომელაურის უწყებაში ჯერ ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ.
ამავე თემაზე: