რუსი მილიონერის ქართული ბიზნესი | შალვა ბრეუსმა წმ. მიხეილის საავადმყოფოს ყოფილი შენობა იყიდა და საქმიანობას იწყებს

გამოქვეყნდა:

კრემლთან დაახლოებული კიდევ ერთი რუსი ბიზნესმენი საქართველოში. შალვა ბრეუსი თბილისში მილიონებად შეფასებულ ქონებას ყიდულობს და საქმიანობას იწყებს. შენაძენი ყოფილი წმინდა მიხეილის სახელობის საავადმყოფო და მისი ტერიტორიაა.

ბრეუსი ამტკიცებს, რომ საქართველოში მხოლოდ კულტურულ საქმიანობას წარმართავს და სხვა ინტერესები არ აქვს. ეგრეთ წოდებულ მიხაილოვის საავადმყოფოშიც მხოლოდ მუზეუმის მოწყობას გეგმავს.

თუმცა პერიოდი, როდესაც ბიზნესმენი საქართველოში  ჩამოვიდა პიდაპირ ემთხვევა კრემლის აგრესიას უკრაინაში. მისი გააქტიურება მით უფრო საეჭვოა, რომ არსებობს ფაქტები, რომლებიც პირდაპირ ადასტურებს ბრეუსისა და ივანიშვილის თანამშრომლობას და მათ კავშირს ოდიოზურ რუს გენერალთან ალექსანდრე ლებედთან.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი