"მე არსად არ წავალ, სადაც ჩემი ქმარი მარხია, მეც იქ უნდა დავიმარხო" | მიტოვებული საოკუპაციო ზოლი და ოკუპანტების პირისპირ დარჩენილი ვალია ბებო

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული ხურვალეთის ბოლო მცველად დარჩენილი ვალია ვანიშვილი მეუღლის ანდერძის ერთგული რჩება. მოხუცი ქალი არ აპირებს მავთულხლართების ალყაში მოქცეული სახლ-კარის მიტოვებას და რუს ოკუპანტებს ფაქტობრივად ყოვედღიურად იგერიებს.

ვალია ბებოს ამ ომში მხოლოდ ხელჯოხი ან ქვა აქვს იარაღად. იმუქრება, რომ ნაჯახსაც მოკიდებს ხელს თუ რომელიმე რუსი ფორმიანი მის ეზოში შემოდგამს ფეხს. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მისი მეუღლის, დათა ვალიშვილის მსგავსად დარწმუნებულია - მისი ეზო-კარი საქართველოა და ოკუპანტების ადგილი აქ არ არის.

ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი, გიორგი ახალკაცი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი