ბათუმის სამრეწველო ზონაში ხანძარია. "ბათუმელების" ინფორმაციით, ცეცხლი პლასტმასის ნარჩენებს გაუჩნდა პლასტმასის ერთ-ერთ საწარმოში და ის სხვა შენობებსაც გადაედო.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ამ დროისთვის [11:15] ხანძარი ლოკალიზებულია და ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ფოტო: "მთავარი არხი".