"ინფორმაცია, თითქოს კომპანია გათამაშებას ატარებს, არ შეესაბამება სიმართლეს" | "კოკა-კოლა" მოსახლეობას აფრთხილებს

გამოქვეყნდა:

"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია" საჯარო განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს:

"ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს კომპანია გათამაშებას ატარებს, არ შეესაბამება სიმართლეს.

რამდენიმე ფეისბუქ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაცია და განცხადება თაღლითური სქემაა. მსგავსი ვებ-გვერდების მიზანია თქვენი პირადი ინფორმაციის მოპოვება და უკანონოდ გამოყენება.

კომპანია "კოკა-კოლა" არ აწარმოებს არანაირი სახის ვიქტორინას და გათამაშებას.

გთხოვთ, ფრთხილად და ყურადღებით მოეკიდოთ აღნიშნულ საკითხს და სწორი ინფორმაცია მიიღოთ მხოლოდ კომპანიის ოფიციალური ვებ-გვერდებიდან", - ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი