ჩემს შვილს ფენტალინს და მორფინს უკეთებდნენ - გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა

გამოქვეყნდა:

ვინ არიან 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალებაში დამნაშავეები.  პასუხისმგებელი ექიმების გვარებს სპორტსმენის მამა დღეს დაასახელებს.

გაიოზ ჩარკვიანი ამტკიცებს, რომ მისი შვილი ჯერ არასწორი მკურნალობით მოკლეს, შემდეგ კი სამედიცინო ისტორია გააყალბეს. საქმეში უკვე დევს რეგულირების სააგენტოს და ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც კლინიკის 7 ექიმის პასუხისმგებლობას აყენებს. 

არაერთი პრეპარატი აქვს მიღებული და გაკეთებული ჩემს შვილს. ერთი მედიკამენტი ეს არის ფენტალინი... პლუს ამას მორფინი და სხვადასხვა მედიკამენტები. ეს ღვაწლმოსილი ექიმები რომ გვეუბნებოდნენ, რომ ფილტვები არ უნდა იყოს დათრგუნული, უნდა ისუნთქოთ ღრმად, სუფთა ჰაერი, ბეროთ ბუშტები და ა.შ. ამ ფონზე, რატომღაც ამ პრეპარატს უკეთებდნენ ჩემს შვილს" ამბობს გაიოზ ჩარკვიანი

20 წლის ფეხბურთელი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გასული წლის სექტემბერში დაიღუპა. ექიმებმა მიზეზად კორონავირუსი დაასახელეს, თუმცა ოჯახი ამბობს, რომ საავადმყოფოში შეყვანის დროს, ახალგაზრდას ვირუსი უკვე დამარცხებული ჰქონდა. 
 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი