9-10 ივლისს ქუთაისში ფილმების "ქართველი მაშასადამე ევროპელისა" და "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება გაიმართება. "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ქალაქის ცენტრში საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს და მოქალაქეებს დასწრებისკენ მოუწოდეს. ორგანიზატორების თქმით, ექსპოზიციის მიზანი 1992-1993 წლებში ქართველების წინააღმდეგ რუსეთის მიერ ჩადენილი გენოციდის აღიარების კამპანიის წამოწყებაა.
ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, რუსეთმა ის ბოროტება, რასაც ახლა უკრაინაში ჩადის, მანამდე აფხაზეთში ჩაიდინა და იმისათვის, რომ ბოროტება ბოლომდე დამარცხდეს, მისი მხილება ყველამ უნდა სცადოს.