მორიგი თავდასხმა დამოუკიდებელი მედიის ჟურნალისტებზე. ცოტა ხნის წინ კლინიკა ვივამედთან 10-მდე პირმა მედიის წარმომადგენლებს სიტყვიერი შეურაცხყოფას მიაყენა.
ინციდენტს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც შეესწრო. ფაქტი დაფიქსირებულია სამხრე კამერებითაც. ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე უკვე დაკავებულია ერთი პირი.
"კლინიკა ვივამედთან ადგილი ჰქონდა პროვოკაციას გარკვეული დაჯგუფებების მხრიდან როგორც ექსპერტების მიმართულებით, ასევე ჟურნალისტების მიმართულებით. რაც ყოფლად დაუშვებლად მიმაჩნია და სამწუხაროდ, ამაზე, პოლიციის ეკიპაჟი არ რეაგირებდა ადეკვატურად. ასეთ სიტუაციაში, შეკითხვა მინდა დავსვა თუკი ჩვენზე ახორციელებენ ამდაგვარ ქმედებას გარკვეული, არ ვიცი რა დავარქვა, ელემენტები, როგორი იქნება სააკაშვილის პატიმრობის პირობები" - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.
ავტორი: ზურა პეტროსიანი