გურულები მაინც იუმორით სავსე ხალხია და ჩემი კლიენტი მირეკავს ლანჩხუთელი, ქალბატონო მარინა, ჩემი მომჩივანი ხომ არ მომკვდარა - ადვოკატი მარინა ტუღუში გურიაში სასამართლოს პრობლემებზე საუბრობს.
ირკვევა, რომ სასამართლო პრაქტიკულად პარალიზებულია. ადვოკატების თქმით, გურიაში სამი სასამართლოდან ორი - ჩოხატაურისა და ლანჩხუთის სამაგისტრო სასამართლოები ფაქტობრივად დაკეტილია, ოზურგეთის რაიონული სასამართლო კი ვერ ფუნქციონირებს.
მიზეზად უფლებადამცველები მოსამართლეების არარსებობას ასახელებენ.
ადვოკატების თქმით გურიაში მხოლოდ ორი მოსამართლე მუშაობს, რის გამოც ისინი წლებია ვერც განაჩენის გამოტანას და ხშირ შემთხვევაში პროცესების დაწყებასაც ვერ ახერხებენ.
იუსტიციის საბჭოს უმოქმედობით, ირღვევა ათასობით ადამიანის უფლებები.
ავტორი: ლადო მენაბდე