უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, კახა გოგოლის ცხედარი ცოტა ხნის წინ კიევში გადაასვენეს. ქართველ გმირს სამშობლოში უახლოეს დღეებში ჩამოასვენებენ.
ქართველი პარტიზანების მებრძოლი, 48 წლის კახა გოგოლი, ოკუპანტებმა ლისიჩანსკთან სარაკეტო იერიშის დროს მოკლეს. ლისიჩანსკი ახლა უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია, ქართველი პარტიზანების მეომრები იქ ოკუპანტების წინააღმდეგ ამ წუთებშიც იბრძვიან.
ცნობილია, რომ კახა გოგოლი უკრაინაში ომის დაწყებისთანავე ჩავიდა.