მესამე პრეზიდენტი და პირველი პატიმარი | მაია ლომიძის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

უკვე ორი თვეა საქართველოს მესამე პრეზიდენტი "ვივამედში" მკურნალობს. ექიმების ძალისხმევის და პალატაში გატარებული ამ საკმაოდ გრძელი დროის მიუხედავად კი მიხეილ სააკაშვილის მდგომაროება არა თუ არ გაუმჯობესებულა, პირიქით... ექიმებსაც და მის ინტერესების დამცველებსაც საფიქრალი და საზრუნავი კიდევ უფრო მეტი გაუჩნდათ.

მესამე პრეზიდენტის ახალი ადვოკატი ახლო წარსულში მისივე პოლიტიკური ოპონენტი და "ქართული ოცნების" ყოფილი წევრია. სიმბოლურია, რომ შალვა ხაჭაპურიძე, რომელიც 2012 წელს სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყებას თავად ითხოვდა, დღეს უკვე პატიმარი ნომერი ერთის სასჯელი გადავადებაზე მუშაობს. რატომ? მიზეზი მარტივია - პალატაში ნანახი და თავად პატიმრის ჯამრთელობის საგანგაშო მდგომარეობა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი