საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, თბილისის დროით 09:10 საათზე მიწისძვრა საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან იყო. მისმა სიდიდემ 4.7 (ml) მაგნიტუდა შეადგინა. დილით მიწისძვრა მოხდა სოფელ სამებასთან, მისი სიდიდე 4.8 მაგნიტუდა იყო.