გორში პოლიცია გარემოვაჭრეებს მუშაობის საშუალებას არ აძლევს - შელაპარაკებისას 1 პირი შეუძლოდ გახდა

გამოქვეყნდა:

პროტესტი გორში - ხელისუფლება გარემოვაჭრეებს ჭავჭავაძის, გურამიშვილის და ქართლის ქუჩაზე მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევს. "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას გარემოვაჭრეები არ ეთანხმებიან, ადგილზე შელაპარაკების დროს ერთი პირი შეუძლოდ გახდა, ის სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა. 

ადგილზე დილიდან მობილიზებულია მერიის ზედამხედველობის სამსახური და კრიმინალური პოლიცია. სამართალდამცველების მიზანი ტერიტორიის გარემოვაჭრეებისგან დაცლაა.

"აგვყარეს ძალით და უნდათ ხალხი თავიანთ ბაზარში შეიყვანონ, იქ ვინ მოვა?მე აქ უნდა ვიდგე, თუ რაღაც დამემართა ყველამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ჩემ სიკვდილზე", - თქვა ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ.

მას შემდეგ, რაც პოლიციამ მოვაჭრეებს მუშაობის საშუალება არ მისცა ისინი მერიაში მივიდნენ. გარემოვაჭრეებს გორის მერიის წარმომადგენელთან შეხვედრა სურთ, ისინი დამატებით 3-თვიან ვადას ითხოვენ, რათა დავალიანება დაფარონ. ამ დრომდე მერიაში მათ არავინ შეხვედრია.

გარემოვაჭრეების დახლები მერიამ სამი დღის წინ, ღამის საათებში დაშალა. მათ ახალ ადგილზე გადასვლას სთავაზობენ, თუმცა გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ იქ მომხმარებელი არ მიდის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი