ღია ბიუჯეტის ინდექსით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა -ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

"განახლება მოხდა და ღია ბიუჯეტის ინდექსით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა, მაშინ როცა ჩვენი ასოცირებული ტრიოს წევრები ახლა იწყებენ მუშაობას, საჯარო ფინანსების რეფორმას და ა.შ ამის გაუმჯობესებაზე, ჩვენ მსოფლიოში პირველ ადგილზე გავედით. პირველი ადგილზე გავედით ბიუჯეტის გამჭვირვალობის მხრივ. ეს არის შედეგი ჩვენი მთავრობის მუშაობის. მსოფლიო სავაჭრო სავალუტო ფონდმა, რამდენიმე ხნის წინა გამოაქვეყნა წინასწარ შეფასება და პროგნოზები, აქაც 190 ქვეყანას შორის საქართველოს მშპ ერთ სრულ მოსახლეზე, აშშ- დოლარში ზრდის ტემპის მიხედვით მსოფლიოში მესამე ადგილზე დასახელდა ჩვენი ქვეყანა, ხოლო ევრაზიის კონტინენტზე პირველ ადგილზე არის დასახელებული საქართველოს პოზიცია.

მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, მომდევნო 6 წლის განმავლობაში გაორმაგდება და დაახლოებით, მათი შეფასებით, 9 000 დოლარს გადასცდება 2027 წლისთვის. აქვე მინდა ძალიან მოკლედ ვთქვათ, ეს ყველაფერი ჩვენი მთავრობის და ჩვენი გუნდის, მმართველი პარტიის ძალიან დიდი მუშაობის შედეგია".

თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის  სხდომაზე 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი