მანამ არ აუდგეს გვერდები, სანამ ლარიანიც არ მიიღოს ჩემი ჯიბიდან - გორში გარემოვაჭრეებმა მუქარის მიუხედავად დახლები გაშალეს

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში, ხმაურია გორში. იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული. ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვის მიუხედავად, გარემოვაჭრეები პროდუქცია სარეალიზაციოდ გარეთ გამოიტანეს.

გუშინ მერის მოადგილე გარემოვაჭრეებს დაემუქრა, რომ თუ გარეთ ვაჭრობას გააგრძელებდნენ, ჯარიმებს დაუწესებდნენ. გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ ეს მათთვის ერთადერთი შემოსავლის წყაროა.

"მარტო ჩვენგან სჭირდებათ ხმები? 7-10 პირადობა მიაქვს პოლიციას სამსახური ვისაც აქვს. ბევრს არ სჭირდება ქართული ოცნება, მაგრამ ემუქრებიან - სამუშაოდან გამოგაგდებო და ძალაუნებურად ხმას აძლევენ. მე მაგალითად, არასოდეს ავირჩევ ქართულ ოცნებას. ვიღაცა ბობოლასია თურმე ახალი ბაზარი და ავტოსადგური და მარიკა იქ უნდა ავიდეს თურმე, რომ იმათ ჯიბეს არ მოაკლდეს. მერის მოადგილემ დედამისი და მამამისი წაიყვანს ზევით ბაზარზე, სამშენებლო მაღაზიები რომ არის, იქ უფრო დიდი ტერიტორიაა და კარგად დაეტევიან", - თქვა ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ.

ადგილზე იმყოფება "გირჩი მეტი თავისუფლების" წევრიც. ბადრი გრიგალაშვილის თქმით, ხელისუფლება უკანონოდ ცდილობს ადამიანებს შემოსავლის ერთადერთი წყარო წაართვას.

"ლუკმა-პურის საშოვნად გამოსული ხალხი. ერთადერთი საშუალებაა, რომ გადარჩნენ და უკრძალავს მათ ვაჭრობას ქუჩაში. არავის ეხალისება ქუჩაში ვაჭრობა, მაგრამ ეს ხალხ ამაში ხედავს გადარჩენის საშუალებას", - თქვა მან.

გარემოვაჭრეების დახლები მერიამ 9 ივლისს, ღამის საათებში დაშალა. მათ ახალ ადგილზე გადასვლას სთავაზობენ, თუმცა გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ იქ მომხმარებელი არ მიდის. ადგილზე ხმაური იყო გუშინაც. გარემოვაჭრეებს მერიის წარმომადგენელთან შეხვედრა სურდათ. ისინი დამატებით 3-თვიან ვადას ითხოვდნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი