მარნეულში 15 წლის მოზარდს ავტომობილი დაეჯახა. როგორც თვითმმართველები ამბობენ, რუსთაველის ქუჩაზე, საავტომობილო გზაზე მოზარდი ველოსიპედით გადადიოდა, რა დროსაც ავტომობილი შეეჯახა. ის მსუბუქი დაზიანებებით სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.