წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებისთვის ფოტოაპარატის და პროექტორის შესასყიდად 22 500-ლარიან ტენდერს აცხადებს.
"მთავარი არხმა" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ტენდერის მიხედვით
გაარკვია, რომ ფოტოაპარატისთვის 20 000 ლარია გამოყოფილი, პროექტორზე კი 2500 ლარი.
გამარჯვებულმა აღნიშნული ტექნიკა ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღეში უნდა იყიდოს.