"პოლიციელები და მერიის თანამშრომლები იცინოდნენ... ვხედავდი, სახლი ინგრეოდა" | მერიამ აფრიკის დასახლებაში 6 სახლი დაანგრია

გამოქვეყნდა:

მუნიციპალურმა სამსახურმა აფრიკის დასახლება უკვე დატოვა. ადგილობრივებს მერიამ საცხოვრებელი სახლები დაუნგრია.

6 სახლის ნგრევა მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურმა გვიან ღამით დაიწყო. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავებიც.

სახლების ნაწილი მშენებარე იყო, ნაწილში კი ადამიანები ცხოვრობდნენ.

აფრიკის დასახლებაში მცხოვრებლები მერიამ რამდენიმე დღის წინ გააფრთხილა,  რომ თუ ორშაბათამდე საცხოვრებელს საკუთარი სურვილით არ დატოვებდნენ, ძალით გამოასახლებდნენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სხვა წასასვლელი არ აქვთ, ამიტომ ტერიტორიას ვერ დატოვებენ.

"ხმაური გავიგე, გამოვედი და ვხედავ ფანჯრის წინ პოლიციელები, მერიის თანამშრომლები იდგნენ და იცინოდნენ. ვხედავდი, პირველი სახლი ინგრეოდა. ერთი მანქანა იყო ბულდოზერი და პოლიციელები იყვნენ მგონი 2 ათასი, ყველგან იდგნენ სახლებთან, შიშით ვიყავი. ვიღაც ბიჭი მოვიდა პოლიციელი, არ მჯერაო, რომ შენ ბავშვი გყავს, ვუთხარი შემოდი და ნახე-მეთქი. მითხრეს მაშინ 3 თვეს მოგცემთო. ვუთხარი, რომ მე ქირით ვერ წავალ. ჩემმა ქმარმა ვალები აიღონ ბანკიდან რომ აეშენებინა ეს სახლი. ქირით სად უნდა წავიდე? 3-4 თვე გადაუხადეს ხალხს და ქუჩაში დატოვეს, ბევრს ვიცნობ. მეც ეს მოლოდინი მაქვს. მეშინია, საღამოსაც არ მოვიდნენ", - თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა, მაგდა აგაჯანოვმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი