მერიამ აფრიკის დასახლებაში მცხოვრები ოჯახები საცხოვრებლის გარეშე დატოვა | დანგრეულია 6 სახლი

გამოქვეყნდა:

მძიმე ტექნიკით მიწასთან გასწორებული საცხოვრებელი სახლები. მერიის განკარგულებით აფრიკის დასახლებაში დღეს გამთენიისას უკანონო ნაგებობების განადგურების მორიგი სპეცოპერაცია ჩატარდა.

ზედამხედველობის სამსხუარმა ნანგრევებად აქცია სახლები, რომლებიც გაჭირვებულმა ხალხმა, მინიმალური სახსრებით და საკუთარი ხელით ააშენა. ისევ ღია ცის ქვეშ დარჩენილებმა იციან, რომ მშენებლობა უკანონო იყო თუმცა ყველასგან მიტოვებულებს არც სხვა შესაძლებლობა და არც ალტერატიული თავშესაფარი აქვთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი