ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება ახალ კომპიუტერებს ყიდულობს.
მერიისა და საკრებულოს თანამშრომელთათვის კომპიუტერებისა და კომპიუტერული აქსესუარების შესყიდვის მიზნით ბიუჯეტიდან 26 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე ტენდერი უკვე გამოცხადდა, გამარჯვებული კი ვალდებულია კომპიუტერული აქსესუარების მიწოდება განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 კალენდარულ დღეში.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში 22 000-მდე ადამიანი ცხოვრობს, აქედან 3 000-მდე ადამიანი უკიდურეს სიღარიბეშია, საიდანაც 200-მდე ბავშვია.