არაფრის არ მეშინია, უბრალოდ არის ძალიან უსიამოვნო, მე რომ შემშინებოდა, 20 წლისას შემეშინდებოდა - Post Factum-ის პროდიუსერი, ეკა სარია მოსმენებზე

გამოქვეყნდა:

"პოსტ ფაქტუმის" პროდიუსერი, ეკა სარიაც და ჟურნალისტებიც აცხადებენ, რომ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში აღწერილი საუბარი გასული წლის ნოემბერში შედგა. ისინი ამბობენ, რომ ჩანაწერი დამონტაჟებულია, რაც დაინტერესების შემთხვევაში, მარტივად დადგინდება. 

ეკა სარია აცხადებს, რომ დასამალი არაფერი აქვს და არაფრის ეშინია.

"ძალიან მეწყინა და ძალიან გავბრაზდი, იმიტომ, რომ ეს არის მართლა გასაბრაზებელი. მაინც ვიტოვებდი იმედს, რომ ამას არ გააკეთებდნენ და აქ, კომპიუტერებში, მაგიდებში, მაგიდის ქვემოთ, ჩემ სავარძელში და ჩემ პირად ცხოვრებაში არ ჩაძვრებოდნენ. არა იმიტომ, რომ რამე მაქვს დასამალი, არაფერი არ მაქვს დასამალი, აბსოლუტურად არაფრის არ მეშინია, მე რომ შემშინებოდა, 20 წლისას შემეშინდებოდა და ამ გზას არ ავირჩევდი, ან როდესმე გადავუხვევდი ამ გზიდან, უბრალოდ არის ძალიან უსიამოვნო. 

ერთადერთი, რაზეც ძალიან ვწუხვარ არის ის, რომ წყაროს გაუთქმელობა, ჩვენ ვდებთ ამის პირობას და ზუსტად ამიტომ არის ეს ძალიან ცუდი, რომ არის ჩვენი საქმიანობისთვის ხელის შეშლა, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა, იმიტომ, რომ მათ გუშინ უნდოდათ წყაროს გასაჯაროება, თუმცა დარწმუნებული ვარ, აქამდეც გადასარევად იცოდნენ საიდან მოგვდიოდა ჩვენ ეს მასალები", - ამბობს სარია. 

მისი თქმით, ჟურნალისტები არაფრის ფაბრიკაციას არ ახდენენ, უბრალოდ იკვლევენ მასალას. ლაშა კვესელაძე, რომელიც ჩანაწერის კიდევ ერთი მონაწილეა, ფიქრობს, რომ ინტერესი უფრო მეტად გიორგი გაბუნიას მიმართ იყო. ის გამორიცხავს, რომ ჩანაწერი თანამშრომელს გაეტანა. 

"გამოვრიცხავ, იმიტომ, რომ ჩანს ახლა იქ სულ არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ყველანი ერთმანეთს ვენდობით. არც არაფერს ისეთს არ ვსაუბრობთ, რეალურად ჩვენ ვგეგმავთ ჩვეულებრივ სიუჟეტს, რომელიც რამდენიმე დღეში გავიდა ეთერში", - ამბობს ის. 

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი