ნიკა გვარამიას ოჯახის წევრების შეხვედრები ევროპარლამენტში | ევროპელი დეპუტატების მხარდაჭერა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორს

გამოქვეყნდა:

ნიკა გვარამიას მხარდაჭერა სულ უფრო მასშტაბური ხდება. ევროპარლამენტარები ერთმანეთის მიყოლებით ადასტურებენ - "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი პოლიტპატიმრად სიტყვის თავისუფლების და ხელისუფლების კრიტიკის გამო იქცა.

ბრიუსელიდან მოწოდებები ქართული ოცნების მისამართით ყოველდღიურად ისმის, მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, მხარდაჭერის სიტყვებს თავად ნიკას ოჯახის წევრები და მთავარი არხის წარმომადგენლები ისმენენ.

ნიკა გვარამიას მეუღლე სოფო ლილუაშვილი, შვილი სანდრო და "მთავარი არხის" იურისტი თამთა მურადაშვილი პირადად ხვდებიან ევროპელ პოლიტიკოსებს, საუბრობენ პოლიტიკური საქმის დეტალებზე და პოლიტიკური პატიმრისა და მთავარი კრიტიკული მედიასაშუალების გადარჩენისთვის მხარდაჭერას ითხოვენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი