ხელისუფლების უუნარობის და საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის მორიგი მაგალითი. სამტრედიაში იუსტიციის სახლი, რომელიც უკვე დასრულებული უნდა იყოს ამ დრომდე შავი კარკასის მდგომარეობაშია.
ადგილობრივებს უკვე დიდი ხანია თვალითაც არ უნახავთ არც მუშები და არც მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები. და ეს პრობლემის მხოლოდ ნაწილია - ირკვევა, რომ მშენებელმა სამ ნახევარი მილიონიდან ავანსად მიღებული მილიონ 500 ათასი ლარი უკვე დახარჯა და ახლა მშენებლობის დასასრულებლად დამატებით მილიონ ლარამდეა საჭირო.