ბებიამისის კივილი გავიგე გუშინ, მერე თქვეს ბავშვი ჩავარდაო - გლდანში მომხდარ შემთხვევას ადგილობრივები იხსენებენ. მათ მომხდარის დეტალების შესახებ არაფერი იციან, თუმცა ამბობენ რომ 6 წლის ბავშვი ლიფტის შახტში მაშინ ჩავარდა, როდესაც ის ეზოდან სახლში ადიოდა.
შემთხვევა გლდანის მესამე ა მიკრორაიონში საღამოს საათებში მოხდა. ამ დროისათვის შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული და ექსპერტებსა და ლიფტის ხელოსანს ელოდებიან.
ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურად მძიმეა, თუმცა არც მის ოჯახის წევრებს და არც მედიკოსებს მედიასთან საუბარი არ სურთ.
გლდანში, შემთხვევის ადგილზე დღეს გამგებელიც მივიდა, რომელიც ამბობს, რომ ლიფტების პრობლემა ამხანაგობის პრეროგატივაა და გამგეობას არ ეხება:
გლდანის რაიონის გამგეობის უფლებამოსილებაში არ შედის ლიფტების მონიტორინგი, ჩვენ ვპასუხობთ ამხანაგობის მიერ შემოსულ შეტყობინებებს - ამბობს ბექა მიქაუტაძე