ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ მას 4-5 თვეა სოსო გოგაშვილთან სატელეფონო კონტაქტიც კი არ ჰქონია და ეცინება გოგაშვილის მეუღლის მიერ გაჟღერებულ "ლიკვიდაციის გეგმაზე".
იაკობი ამბობს, რომ "ასეთ სისულელეზე არასოდეს უსაუბრია".
„შეხვედრები მქონდა ხოლმე, მარა 4-5 თვე კი არა, მაგაზე დიდი ხანია ისე ხდება, რომ შეხვედრა კი არა სატელეფონო ურთიერთობაც არ მქონია. მეცინება უბრალოდ, ისეთ რამეზეა საუბარი. რას ჰქვია ოჯახის ლიკვიდაცია იგეგმება და ისა? მასეთ სისულელეზე მე არ მისაუბრია არასდროს. უბრალოდ მძიმე სიტუაციაშია ოჯახი, ვერ ვხვდები რა ხდება, მაგრამ ჩემსა და მას შორის ოჯახის ლიკვიდაციაზე საუბარი არ ყოფილა“, - თქვა მეუფე იაკობმა ტელეიმედთან საუბარში.
ცნობისთვის, სოსო გოგაშვილის ცოლის ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ, მისი მეუღლე მეუფე იაკობმა გააფრთხილა, რომ იგეგმებოდა მისი და მისი ოჯახის ლიკვიდაცია. თეა მარტყოფლიშვილმა გვარებიც დაასახელა - ივანიშვილი, ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, გომელაური:
ამავე თემაზე: