თბილისის მერიამ გარემოვაჭრეებს დახლების ასაღებად ვადა ხვალამდე მისცა - ისინი აქციებს აანონსებენ

გამოქვეყნდა:

გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციებს აანონსებენ. თბილისის მერიამ სადგურის მოედანზე მოვაჭრეებს ვადა ხვალამდე მისცა, თუ დახლებს არ აიღებენ და ბაზრის ტერიტორიაზე არ შევლენ, შესაბამისი სამსახური ამას ძალით გააკეთებს.

მერიამ გარემოვაჭრეებს სავაჭროდ ალტერნატიული სივრცე შესთავაზა, თუმცა მოვაჭრეები ამბობენ, რომ ვაჭრობა მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ბაზრის ქირის გადახდის საშუალება არ აქვთ. 

"შიმშილით ვიხოცებით, შიმშილით იხოცება ხალხი და ამის დრო როგორ გვაქვს ახლა. თვითდასაქმებულები ვართ, ამას რომ არ გვაცლიან, ცოდოები არ ვართ? ხვალ არის ჩვენი ბოლო დღე, ბოლო დღე ყოფილიყოს ჩვენი მთავრობის, სად წავიდეს ეს ხალხი, სად გადაიკარგოს ეს ხალხი, სისხლის ღვრა იქნება, ასე დანებება არ იქნება", - თქვა ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი