თბილისის მერია უკრაინელ ლტოლვილებს საცხოვრებლის გარეშე ტოვებს - საკვებისთვის ერთ ადამიანზე თვეში 45 ლარი გამოყვეს

გამოქვეყნდა:

დედაქალაქის მერია უკრაინის მოქალაქეებს საცხოვრებლის გარეშე ტოვებს. ომს გამოქცეული 2 300 უკრაინელი ახლა თბილისის მერიის ბალანსზე არსებულ სასტუმროებში ცხოვრობს, თუმცა მათ უთხრეს, რომ 1-ლი აგვისტოდან 300 ლარს მისცემენ, საცხოვრებელზე კი თავად უნდა იზრუნონ. ამასთან, საკვებისთვის ერთ ადამიანზე თვეში 45 ლარი გამოყვეს.

უკრაინელი ლტოლვილები ამბობენ, რომ ეს მათთვის მიზერული თანხაა, რომლითაც ცხოვრება შეუძლებელია. ისინი დახმარებას ითხოვენ.

"დროებით ოკუპირებული ხერსონის ოლქიდან ვარ, შვილებთან და მოხუც მშობლებთან ერთად ჩამოვედი. წარმოუდგენელია, როგორ უნდა ვიყოთ 300 ლარით, ეს ძალიან ცოტაა, საქართველოში ცხოვრება ძალიან ძვირია. ხელფასი დაბალია, პროდუქციის ღირებულება კი ძვირი. ბინის ქირაობა პრაქტიკულად შეუძლებელია, ხშირად, მეპატრონეები ქირაობაზე უარს გვეუბნებიან, რადგან ფიქრობენ, რომ უკრაინელები ქირის გადახდას ვერ მოახერხებენ. ამ ეტაპზე, დახმარებას ვერ ვიღებთ ვთხოვთ, რომ საცხოვრებლით მაინც დაგვეხმარონ. რაც შეეხება საქართველოს ხალხს და ქვეყანას, დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის", - თქვა უკრაინელმა ლტოლვილმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი