გლდანის მესამე ა მიკრორაიონში სამსაათიანი საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ბავშვის ფეხსაცმელი ამოიღეს. ადგილზე იმყოფებოდა ლიფტის ხელოსანიც, რომელიც მის გამართულად ფუნქციონირებაზეა პასუხისმგებელი.
რაც შეეხება მომხდარს. გლდანში ორ ვერსიაზე საუბრობენ - ბავშვმა ლიფტის კარი გააღო და ჩავარდა, ან ლიფტი ჩაწყდა, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ შემთხვევიდან რამდენიმე საათის შემდეგაც, ლიფტი გამართულ რეჟიმში მუშაობდა.
ბავშვი ჩავარდა შახტაში, კაბინა არ ჩაწყევტილა... კვირაში ერთხელ ამოწმებს ხოლმე გამართულობაზე. - აცხადებს ერთ ერთი ადგილობრივი.
მისივე ინფორმაციით, ლიფტი ბოლოს დაახლოებით 1 კვირის წინ შემოწმდა. გარდა ამისა, ირკვევა, რომ ქვეყანაში არ არსებობს სამსახური, რომელიც ამ სფეროში შესაბამის ლიცენზიებს, ან სერთიფიკატებს გასცემს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ლიფტები თითქმის ყველა სადარბაზოში ამორტიზებულია.
6 წლის ბავშვი ლიფტის შახტაში გუშინ საღამოს ჩავარდა. ბავშვი ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება და მისი მდგომარეობა სტაბილურადმძიმეა.