უკანონო მოსმენები "მთავარი არხის" ოფისში | როგორ შეუძლია სისტემას, მოგვისმინოს ყველგან - Post Factum-ის ექსპერიმენტი

გამოქვეყნდა:

ის, რომ ყველას გვისმენენ, და ყველგან, უკვე დიდი ხანია აღარაა ახალი ამბავი. 10 წელია ტოტალური თვალთვალის, მიყურადებისა და შემდეგ ამ უკანონოდ გაკეთებული ჩანაწერებით შანტაჟის მოწმენი ვართ ყველა. ჩვენი პროფესიისა თუ საქმიანობის მიუხედავად.

თუმცა გასულ კვირას ერთერთ სახელისუფლებო პროპაგანდისტულ მედიაზე გავრცელებულმა ჩანაწერმა დაადასტურა, რომ უკანონო მოსმენების მთავარი ინტერესი სწორედ ჟურნალისტები ვართ. უკანონო ჩანაწერი, რომლის შინაარსშიც  განგებ არ შევდივართ, პირდაპირ პოსტ ფაქტუმის ნიუსრუმშია გაკეთებული.

ჩვენ ღია წყაროების ანალიზით დავადგინეთ დანაშაულის ზუსტი ადგილიც დროც, და სავარაუდო მეთოდიც. როგორ შეუძლია სისტემას მოგისმინონ ყველგან - ამისთვის ყველაზე მარტივია ელექტრონული მოწყობილობების დაჰაკვა. იქნება ეს ქსელში ჩართული კომპიუტერი თუ მობილური ტელეფონი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი