წლების განმავლობაში აი ასე იხარჯებოდა ხალხის ფული სხვადასხვა ქალაქებისა თუ სოფლების იერსახესა და კეთილმოწყობაზე, ხელისუფლება კი დღეს იმაზე წუხს, რომ გარევაჭრობა ქვეყნის იერსახეს ამახინჯებს.
ამჯერად დაპირისპირების ეპიცენტრი ქალაქი გორი იყო, სადაც ორიოდე ლარის საშოვნელად ქუჩაში გამოსული მოხუცების აყრა ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით გადაწყვიტა. ერთია რომ 30 წელია გარევაჭრობის პრობლემა ქვეყანაში ვერ გადაიჭრა და ამ საკითხის დარეგულირების ხედვა არავის აღმოაჩნდა, მაგრამ მეორეა რას სთავაზობს სახელმწიფო იმ ადამიანებს, რომლებიც უკიდურეს სიცხეში თუ გაუსაძლის ყინვაში იძულებულები არიან, გარეთ,საშოვარზე იდგნენ.
მათ შორისაა 71 წლის პენისიონერიც, რომელსაც სოციალურ დახმარებას არ აძლევენ და ეუბნებიან, რომ არსებობისთვის მხოლოდ პენსია უნდა იმყოფინოს მანაც და მის კმაყოფაზე მყოფმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილმაც.