ჩვენ არაერთი რეპორტაჟი მოამაზადეთ იმაზე, თუ როგორ აღმოჩნდა რაჭის ტყის მასივები თითქმის მთლიანად ბიზნესმენი დავით ხიდაშელის ხელში. 1 მილიარდი კვადრატული მეტრი ტყე და ძალიან დიდი ხნით, 49 წლით სწორედ იმ ბიზნესმენის ხელში აღმოჩნდა, ვისი დახმარებითაც შეიკერა ე.წ. კარტოგრაფების საქმე, ვინც აღმოჩნდა, რომ პირადად იცნობს და რჩევებს უზიარებს ბიძინა ივანიშვილს და ასევე მჭიდროდაა დაკავსირებული იმ სანქცირებულ ოლიგარქ ევტუშენკოვთან, რომელიც ივანიშვილს "ბორინკა რადნოის" სახელით მიმართავს.
თუმცა რიგითი რაჭველებისთვის მთავარი პრობლემები ახლა იწყება. ერთია, რომ სახელწმიფომ უარი თქვა რაჭაში ეროვნული პარკის მოწყობაზე და დონორებისგან სოლიდური დაფინანსების მიღებაზე, მაგრამ მეორეა, რომ ახლა პროკურატურის გამოყენებით ცდილობენ ხელისუფლებისთვის მისაღებ ინვესტორს კიდევ უფრო მეტი კომფორტი შეუქმნან ადგილობრივიების ხარჯზე.
მაგალითად, უწერაში პროკურატურის ძალით მოქალაქეებს იმ მიწებს უყადაღებენ და ართმევენ, რომლებსაც ეს ადამიანები უკვე ათწლეულებია ამუშავებენ და რაც მთავარია თავად იუსტიციის სამინისტრომ 3 წლის წინ აღიარა და დაარეგისტრირა როგორც მათი საკუთრება. ახლა კი ამ ხალხს უბრალოდ აკულაკებენ.