უკრაინის გენპროკურორის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ალექსეი სიმონენკო დაინიშნა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებებს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ივან ბაკანოვის და გენერალური პროკურორის ირინა ვენედიქტოვას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.

BBC-ის ცნობით, ირინა ვენედიქტოვას ნაცვლად, გენერალური პროკურორის დროებით მოვალეობის შემსრულებლად ალექსეი სიმონენკო დაინიშნა.

ზელენსკის განკარგულებაში ბაკანოვის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ნათქვამია, რომ ეს გაკეთდა უკრაინის შეიარაღებული ძალების დისციპლინური წესდების 47-ე მუხლის საფუძველზე.

ეს მუხლი ითვალისწინებს სამსახურებრივი მოვალეობის შეჩერებას „სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის (არაჯეროვნად შესრულების) გამო, რამაც გამოიწვია ადამიანის მსხვერპლი ან სხვა მძიმე შედეგები ან შექმნა ასეთი შედეგების საშიშროება“.

იმ დღეს, როდესაც ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას ბაკანოვის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ცნობილი გახდა, რომ გამოძიების სახელმწიფო ბიურომ დააკავა უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი რეგიონალური განყოფილების ყოფილი უფროსი. იგი ეჭვმიტანილია ღალატსა და რუსეთისთვის მუშაობაში.

BBC News Ukraine-ის ცნობით, საუბარია ოლეგ კულინიჩზე, რომელიც მიმდინარე წლის მარტამდე ხელმძღვანელობდა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის SBU განყოფილებას, რომელიც რუსეთის მიერ ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ ხერსონში მდებარეობდა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი