რუსთავში, აზოტის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. დაახლოებით ნახევარი საათია უკვე ქალაქში ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნება. არსებული ინფორმაციით, ტერიტორია კერძო საკუთრებაა და კონკრეტულად რას გაუჩნდა ცეცხლი, უცნობია. ადგილზე უკვე იმყოფებიან სახანძრო-სამაშველო სამსახურები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დეტალებს არკვევს.
ფოტო: "ინფო რუსთავი".