პროდუქტები გაძვირდა

გამოქვეყნდა:

ქვეყანაში პროდუქტი კიდევ გაძვირდა. პირველადი და აუცილებელი პროდუქტები ბოლო ერთ წელიწადში 13 პროცენტით გაძვირდა. ერთ თვეში, 122 პროცენტით მოიმატა ფასმა ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროდუქტ წიწიბურაზე. 46 პროცენტით გაძვირდა ხილი, 17-ით კი რძის პროდუქტები. ხორცის ფასი კი გასულ წელთან შედარებით 13 პროცენტით გაიზარდა. 

გაძვირებულ პროდუქტებსა და კრიზისზე საუბრობს მოსახლეობაც. ამბობენ, რომ ძალიან გაუჭირდათ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თუნდაც პანდემიიდან გამომდინარე, მათი შემოსავალი განსაკუთრებით შემცირდა. მოსახლეობის ნაწილი იაფფასიან პროდუქტზე გადასვლას ცდილობს, თუმცა მისი შეძენაც უჭირთ. 

საქსტატის ინფორმაციით, წლიური ინფლაციის დონემ 6 პროცენტი შეადგინა. ექსპერტები პანდემიისა და ლარის გაუფასურების მიუხედავად, ასეთ ინფლაციას და ციფრებს არ ელოდნენ. ამბობენ, რომ დღეს ქვეყანაში გვაქვს როგორც სტაგნაცია, ისე ინფლაცია და არ შეიძლება, ეს ყველაფერი მხოლოდ კორონავირუსს დაბრალდეს. მათი აზრით, ეს ხელისუფლების არასწორი პოლიტიკა და ეროვნული ბანკის არასწორი ფისკალური პოლიტიკის შედეგია. 

ეკონომისტების თქმით, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, რამდენიმე ათეული პროცენტითაა გაზრდილი მედიკამენტების ღირებულება, მათ შორის, ყველაზე მოთხოვნად წამლებზეც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი