"გაასწორეთ საათი" | ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე მდებარე მთავარი საათი გაჩერდა

გამოქვეყნდა:

ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მდებარე მთავარი საათი არ მუშაობს. მოსახლეობის თქმით, საათია უკვე დიდი ხანია, ერთსა და იმავე დროს აჩვენებს. ადგილობრივები ქალაქის სავიზიტო ბარათის - საათის რეაბილიტაციას ითხოვენ.

“დიდი ხანია,  ქუთაისის მთავარი საათი ერთსა და იმავე დროს აჩვენებს. საათი ქუთაისის ცენტრში 1963 წელს გამოჩნდა და მისი ავტორი, არქიტექტორი ბორის ჯაფარიძეა. საათს ტექნიკური რეაბილიტაცია ჩაუტარდა, თუმცა შედეგი სახეზეა. გაასწორეთ საათი!”, - ამბობს ადგილობრივი ირინა საღინაძე.

ადგილობრივების განმარტებით, 2012 წლის შემდეგ, “ოცნების” ხელისუფლებამ, ქუთაისს პარლამენტი, მთავრობის სახლი, სემეკი და საავტომობილო გზების დეპარტამენტი და განვითარების პერსპექტივა წაართვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი